საქართველოს კარსტული რუკა (მასშტაბი 1:500 000)

გრანტის ნომერი: YS-18-096

სათაური: საქართველოს კარსტული რუკა (მასშტაბი 1:500 000)

დამფინანსებელი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღები: 22.12.2018-  22.12.2020

პროექტის ხელმძღვანელი:ლაშა ასანიძე

ძირითადი პერსონალი: ახალგაზრდა მეცნიერთა  კვლევითი გრანტების კონკურსი

ანოტაცია

კარსტული ლანდშაფტის მრავალფეროვნებით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა მსოფლიოში. კარსტვად ქანებს (წყალში ადვილად ხსნადი ქანები-ძირითადად კირქვები) ჩვენი ქვეყნის მთელი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ფართობი უჭირავთ, სადაც ჩასახულია მსოფლიოს უღრმესი მღვიმე- უფსკრულები. დღეისათვის სიღრმული ჩაღწევის მსოფლიო რეკორდი სწორედ საქართველოშია დაფიქსირებული (ვერიოვკინას უფსკრული), რომელიც -2204 მ-ს შეადგენს. საქართველოში, კარსტული ლანდშაფტის შესწავლა იწყება გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, როდესაც გეოგრაფიის ინსტიტუტში შეიქმნა კარსტოლოგია-სპელეოლოგიის ლაბორატორია და დღემდე თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტი წარმოადგენს ერთადერთ სამეცნიერო კვლევით-ცენტრს საქართველოში, სადაც კარსტის შესწავლის უდიდესი გამოცდილება არსებობს და მოღვაწეობენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. წარმოდგენილი პროექტის სიახლე იქნება ის, რომ მსგავსი სახის კომპლექსური კარსტულსპელეოლოგიური კვლევები დღემდე არ განხორციელებულა საქართველოში. აქედან გამომდინარე ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი კვლევების ჩატარება, რომელიც ნათელ სურათს მოგვცემს საქართველოში განვითარებული კარსტული პროცესების გავრცელების მასშტაბებზე. შესაბამისად, მიღებული სამეცნიერო შედეგები მნიშვნელოვანია როგორც თეორიული ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.         რუკაზე გამოყოფილია კარსტული და ფსევდოკარსტული არეალების გავრცელების მასშტაბები, რომლებსაც მთლიანობაში უკავიათ საქართველოს მთელი ტერიტორიის 17.9 % (12,454 კმ2). აქედან 10, 2 % (7120 კმ2) უკავია კარსტულ პროცესებს (კარბონატულ ქანებს). აქედან 9.3 % (6517 კმ2) უკავიათ კირქვებს და დოლომიტებს, ხოლო 0.9 % (603 კმ2) უკავიათ კონგლომერატებს და ქვიშაქვებს კარბონატული ცემენტის ჩანართებით. 7.7 % (5334 კმ2) უკავია პსევდოკარსტულ მოვლენებს. აქედან 0.8 % (523 კმ2) უკავიათ თიხებს, 1 % (694 კმ2) უკავიათ თოხებს და ქვიშაქვებს თაბაშირის შემცველობით, ხოლო 5.9 % (4117 კმ2) უკავიათ ვულკანურ ქანებს, როგორც პოტენციურ ფსევდოკარსტულ მოვლენებს. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს კარსტული რუკა მომავალში პრაქტიკულად გამოსაყენებელი იქნება და მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მკვლევარებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს კარსტის შესწავლით.  საქართველოს კარსტის რუკა შედგენილია ავტორთა მიერ წლების განმავლობაში მოპოვებული მასალების საფუძველზე. რუკაზე ჩვენ გამოვყავით კარსტული პროცესების და მოვლენების ორი ტიპი: 1). კარსტი - განვითარებული კარბონატულ ქანებში; 2). ფსევდო კარსტი - განვითარებული თიხებში, თიხებსა და ქვიშაქვებში, და ვულკანურ ქანებში, და ასევე ლითოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენ გამოვყავით 5 ქვეტიპი: კირქვები და დოლომიტები, კონგლომერატების და ქვიშაქვები კარბონატულ ქანებში; თიხები, თიხები და ქვიშაქვები კირქვის ცემენტით, და ვულკანური ქანები, როგორც პოტენციური ფსევდოკარსტული რელიეფი.